წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. იგი ბაბუამ, დედის მამამ, თრდათ მეფემ აღზარდა. მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა მომავალ ხელმწიფეს ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა და უნერგავდა. მირდატიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით. ახოვნება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. მოზღვავებულმა ძალმოსილებამ საკუთარ ვაჟკაცობასა და სიმხნეზე [...]
↧